თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ფსიქიატრი, რომელსაც კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტების დამზადება-გასაღება ედება ბრალად, ხელმეორედ გაათავისუფლა.
ლომიძე პატიმრობაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და პროკურატურის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.
საქმის არსებითი განხილვა ისევ თელავის რაიონულ სასამართლოს და კვლავ მოსამართლს მამუკა წიკლაურს დაევალა, რომელმაც ზურა ლომიძე ხელმეორედ გაათავისუფლა.
ბრალდებულ პირს კი თავდაპირველად დაკისრებული 5000 ლარიანი გირაო უკან დაუბრუნდა. ცნობისათვის, “ფსიქო-დიაგნოსტიკისა და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სექტემბერში დააკავა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლომიძეს 3 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.