განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ სამართალდამცველები ვალდებულები იყვნენ, ჩხრეკის გადაღება უზრუნველეყოთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, ნეიტრალური მოწმის წარმოდგენა, რომ პირადი ჩხრეკის ნდობა ყოფილიყო.
მოსამართლის თქმით, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის აბრამოვი 8 თვე იყო ციხეში, წინასწარ პატიმრობაში. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.