თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე გაამართლა  და დარბაზიდან გაათავისუფლა.

გიორგი ახობაძე შსს-მ  7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი დააკავა

მას პროკურატურამა  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძე უდანაშაულოა და მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს