„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული მართლმსაჯულება და ქართველი მოსამართლეები მიიღებენ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამის დასტურია უამრავი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაზედაც აჟიოტაჟი იყო შიდა და გარე ძალებით, რომლებიც ლანძღავდნენ პირდაპირ სასამართლო სისტემას. - – ამის შესახებ ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოში არაერთხელ დადასტურდა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო.
შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიიღო სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება. ამიტომ გასული წლები და გამოცდილება, რაც ამ ბოლო წლებში ქართულ მართლმსაჯულებას დაუგროვდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველი მოსამართლეები იმუშავებენ კანონის სრული დაცვით, მიუკერძოებლად და მაღალი პროფესიონალიზმით“, – აღნიშნა მურუსიძემ.









