მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.

„მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე  საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.