თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ავტომობილის მართვის დროს ცეცხლი შენიშნა და მანქანის დატოვება მოახერხა, რის შემდეგაც ავტომობილი ცეცხლში გაეხვია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის დანაყოფები. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.









