უეფას ჩემპიონთა თასზე ორი განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა.

ლივერპულში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ შეხვდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashsore - 7,3) და გიორგი მამარდაშვილმა (Flashsore - 5,8) შეუცვლელად ითამაშეს.

„ლივერპული“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 0:2(0:0) პირველი შეხვედრა 0:2
გოლები: 72' უსმან დემბელე (ხვიჩა კვარაცხელია) 0:1, 90+1' უსმან დემბელე 0:2


მადრიდში, „ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“ შეხვედრა სტუმრებმა მოიგეს, თუმცა, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული მადრიდელები დარჩნენ.

„ატლეტიკო“ - „ბარსელონა“ 1:2(1:2) პირველი შეხვედრა 2:0
გოლები: 4' ლამინ იამალი 0:1, 24' ფერან ტორესი 0:2, 31' ადემოლა ლუკმენი 1:2
გაძევება: 79' ერიკ გარსია („ბარსელონა“, წითელი ბარათი)


ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ბაიერნს“ და „რეალს“ შორის გამარჯვებულს (პირველი შეხვედრა მადრიდში გერმანელებმა მოიგეს) შეხვდება, „ატლეტიკო“ კი „არსენალს“ და „სპორტინგს“ შორის გამარჯვებულს (პირველი მატჩი ლისაბონში“ ლონდონელებმა მოიგეს).