“ლელო - ძლიერი საქართველოს" ინფორმაციით გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ.  

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"დღეს “ლელო - ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა. გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამახალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!" - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში. 

ფოტო “ლელო - ძლიერი საქართველო"