პარტიების ნაწილი უკვე ვთანამშრომლობთ წინააღმდეგობის ფრონტის ფორმატში, რომელსაც, ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სრული თავისუფლება აქვს ყველას, ვისაც სალომე ზურაბიშვილის ლიდერად აღიარება სურს.

„ყველას აქვს თავისუფალი არჩევანი, ვისაც სურს შეუძლია, აღიაროს სალომე ზურაბიშვილი ლიდერად, ვისაც არ სურს, შეუძლია, არ აღიაროს. ამ კუთხით არის სრული თავისუფლება. პარტიების ნაწილი უკვე ვთანამშრომლობთ წინააღმდეგობის ფრონტის ფორმატში, ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს. გამიხარდება თუ სხვა კოლეგებსაც და მეგობრებსაც ვიხილავთ იქ ამ საერთო ბრძოლაში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.