წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეათე კლასელები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრეს პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს კომპიუტერები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა გადასცეს. წელს პერსონალურ კომპიუტერი 48-მა წყალტუბოელმა მოსწავლემ მიიღო. წარჩინებულ მოსწავლეებს თვითმმართველობის პირველმა პირებმა წარმატებები უსურვეს.