მოლდოვაში დასასრულს უახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და კონსტიტუციური რეფერენდუმის კენჭისყრის პროცედურა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობამ 18:18 საათისთვის 1380850 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46.66%-ია.
საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთაგან საპრეზიდენტო არჩევნებში პრაქტიკულად ყველამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო სარეფერენდუმო ბიულეტენი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 15:00 საათის მონაცემებით, 907 594კაცს ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 32,11%-ს ჰქონდა აღებული.
არჩევნები და რეფერენდუმი შემდგარად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33%-ზე მეტმა მიიღო. მაშასადამე, საპრეზიდენტო არჩევნები უკვე შედგა, ხოლო რეფერენდუმზე იგივეს თქმა 15:00 საათისთვის ჯერ კიდევ არ იყო შესაძლებელი.
ცესკოს საიტის თანახმად, არჩევნებში მონაწილეთა 54.78%-ს ქალები შეადგენენ. ყველა დიდი აქტივობით (73.05%) 66-75 წლის ასაკის მოქალაქეები გამოირჩევიან.