მაია სანდუ პრესისთვის პირველ განცხადებებს საპრეზიდენტო არჩევნებისა დასაკონსტიტუციო რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პრესისთვის პირველ განცხადებებს აკეთებს.   

„დღეს და ბოლო თვეებში მოლდოვა დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა. კრიმინალური ბანდები თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით, რათა გაურკვევლობისა და არასტაბილურობის ზონაში შეეყვანათ. 

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანი იყო 300 ათასი ხმის ყიდვა. თაღლითობის მასშტაბები უპრეცედენტოა. მიზანი იყო საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვა. ველოდებით საბოლოო შედეგებს“, - განაცხადა მაია სანდუმ

ცნობილია მოლდოვის ხმების 85%-ის დათვლის შემდეგ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ევროპული გზის წინააღმდეგ ხმა 54,65%-მა მისცა, „დიახ" კი 4535%მა განაცხადა.

ხმების ანალოგიური რაოდენობის დათვის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მაია სანდუმ 37.08% დააგროვა, ალექსანდრ სტოიანოგლომ კი 29,1%