თბილისის იუსტიციის სახლში პირველი ჰოლოგრამული სამართლებრივი მუზეუმი გაიხსნა.

ის პირველია, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატით გააცნობს და დამთვალიერებელი მდიდარ, მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებს.

სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნას იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, სიპ-ების ხელმძღვანელები, სამართლის დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.