თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 10-20-სმ, ხოლო მაღალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია.

„სოფლებში, სველმა თოვლმა ფოთლოვანი ხეები წააქცია, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზებზე ავტომანქანების გადაადგილების და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება.

დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდითი და თოვლის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.


სამუშაოებში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებთან ერთად ჩართულია მერიისა და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლები“,-აცხადებენ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში.