მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად საკონსტიტუციო რეფერენდუმი გაიმართა. რეფერენდუმზე მოქალაქეებმა უპასუხეს „დიახ“ ან „არა“ კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა კონსტიტუციის შეცვლის მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ხმა მოლდოვის რესპუბლიკის დაახლოებით 1,4 მილიონმა მოქალაქემ მისცა, ე.ი. საარჩევნო სიებში რეგისტრირებული ამომრჩეველთა 49,81%.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, ბიულეტენების 50%-ის დათვის შედეგებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას და ევროპული გზის შეუქცევადობას მხარი ამომრჩეველთა 44,74%-მა დაუჭირა, 55,26%-მა კი კითხვაზე „არა" უპასუხა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, <მოლდოვა> „მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე".
„საქართველოში უფრო ბუნდოვანი სურათია" და „სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია", - განაცხადა მან.