მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის და საკონსტიტუციო რეფერენდუმის შესახებ პირველად მონაცემებს აქვეყნებს.

ცესკოს ინფორმაციის თანახმად, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე საკონსტიტუციო რეფერენდუმში მონაწილეობა კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე, ამომრჩეველთა მესამედზე მეტმა მიიღო.

საარჩევნო უბნების დახურვის მომენტში არჩევნებში მონაწილეობა  მიღებული ჰქონდა 1 546 757 ამომრჩეველს (51,4%)

პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.

2219-იდან 456 უბნის მონაცემების თანახმად, მაია სანდუს ხმების 33,7% აქვს, ალექსანდრე სტოიანოგლოს კი  30,09%. რენატო უსათი ხმების დაახლოებით 15%-ით მესამე ადგილზეა.  ვიქტორია ფურტუნამს 6,34% აქვს, ირინა ვლაჰს - 6% , ვასილ ტარლევს 4%, იონ ჩიკუს 2.07%, სხვა ოთხ კანდიდატს კი  თითოეულს 1%-ზე ნაკლები.  

რეფერენდუმზე მოქალაქეებმა უპასუხეს „დიახ“ ან „არა“ კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა კონსტიტუციის შეცვლის მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 1 478 958 (49,81%) ამომრჩეველმა. 
 

საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლიდან 54,56 ქალი იყო.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა და აქტივობა კი ასეთი იყო:
18-25 წელი 270 315 (9,71%) → 125 857 (46.56%)
26-35 წელი 499 284 (17,94%) → 2289 018 (45.87%)
36-45 წელი 634 9451 (22,81%) → 306 036 (48.20%)
46-55 წელი 485 103 (17.43%) → 265 640 (54.76%)
56-65 წელი 438 896 (15.77%) → 304 655 (69.42%)
66-75 წელი 336 309 (12.09%) → 254 528 (75.68%)
+76 წელი 118 154 (4.25%) → 70 342 (59.54%)

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესრელიზის თანახმად, წინასწარი შედეგები დილის 10 საათზე გამოცხადდება