ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ის ვერსიით, საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანმა 2025 წელს უნდა მოინახულოს.
"ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია მსოფლიოში, სავსეა მდიდარი ისტორიით და გარშემორტყმულია საქართველოს ბუნებრივი სილამაზით. უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ, რაც დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა ევროპის და ათობით სხვა ქალაქიდან პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყეს, ქალაქი მოგზაურებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა“, - ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში. რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.