შეერთებული შტატების კონგრესმენმა, „ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონმა საქართველოს შესახებ, გუშინ მორიგი განცხადება გაავრცელა.
„მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების ამ განცხადების ხელმძღვანელი. მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ სამიტის შეხვედრებისგან ივანიშვილის რეჟიმთან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ“ - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.
განცხადებას კი ხელს აწერენ ევროპარლამენტარები, ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, უკრაინის და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები და კონგრესის რამდენიმე წევრი.
ამერიკელი კონგრესმენის (სამხრეთი კაროლინა), ჯო უილსონის მიმართვას შეერთებული შტატებიდან უერთდებიან:
სტივ კოენი - კონგრესმენი (ტენესი), „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე
რიჩარდ ჰადსონი - კონგრესმენი (ჩრდილოეთ კაროლინა), „ჰელსინკის კომისიის“ წევრი
მარკ უიზი - კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ წევრი, კონგრესის ლგბტ თანასწორობის საკითხებში კოკუსის წევრი
დევიდ კრემერი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწეე 2008009 წლებში, „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტი 2010-2014
წლებში, შემდეგ ჯორჯ მაკ-კეინის ინსტიტუტის თანამშრომელი, ამჟამად კი ჯორჯ ბუში-უმცროსის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
იან კელი - აშშ-ის ელჩი საქართველოში 2015-2018 წლებში
კენეტ იელოვიცი - აშშ-ის ელჩი საქართველოში 1998-2001 წლებში
რენდი შონემანი - ჯორჯ მაკ-კეინის ყოფილი თანაშემწე, საქართველოს ანაზღაურებადი ლობისტი 2012 წლამდე, ამჟამად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე, ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მრჩეველი
ეველინ ფარკაში - 2012-2015 წლებში თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად ჯორჯ მაკ-კეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
ლორა თორტონი - NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი 2014-2020 წლებში, ამჟამად ჯორჯ მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამის უფროსი დირექტორი
ბენ ჰოჯესი - აშშ-ის სახმელეთო ჯარების ევროპაში მეთაური 2012-2018 წლებში
გარი ჯეიმს შმიტი - სახელმწიფო პოლიტიკის კვლევის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევარი, სენატის დაზვერვის კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი (1982-1984) და პრეზიდენტის საგარეო დაზვერვის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი (1984-1988) აღმასრულებელი დირექტორი
ხელმომწერთა შორის არიან ევროპარლამენტარები:
რასა იუკნევიჩიენე - ლიეტუვა, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, 2008-2014 წლებში ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, შეერთებული შტატების ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის კონსულტაციური საბჭოს წევრი 2014 წლიდან, 2024 წლის 12 დეკემბრის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მონაწილე
დაინიუს ჟალიმასი - ლიეტუვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების აქტიური მხარდამჭერი
რიჰარდს კოლსი - ლატვია. მან პირველმა გაახმოვანა და გააპროტესტა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია ლისა კაუმას თბილისში 8-10 იანვარისთვის დაგეგმილი ვიზიტი
მიხაელ გალერი - ევროპის სახალხო პარტია, გერმანია
ნატალი ლუაზო - საფრანგეთი, 2024 წლის 12 დეკემბრის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მონაწილებერნარდ გეტა - საფრანგეთი, 2024 წლის 12 დეკემბრის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მონაწილე
მიჰაუ ვავრიკევიჩი -პოლონეთი, იურისტი, ლგბტ ადამიანთა უფლებადამცველი
მიჰაუ შჩერბა - პოლონეთი, 2024 წლის 12 დეკემბრის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 2011 წელს დავით ბაქრაძემ მას „ღირსების ორდენი “ გადასცა
ჰელმუტ ბრანდსტეტერი - ავსტრია
რაინიე ვან ლანშოტი - ნიდერლანდები, 2024 წლის 12 დეკემბრის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მონაწილე
სებასტიან ტინკინენი - ფინეთი, სამჯერ არის ნასამართლევი, ნაციონალური შუღლის გაღვივებისთვის. 15 წლის ასაკიდან თავს ბისექსუალს უწოდებდა, შემდეგ ჰომოსექსუალს, ურთიერთობაშია მოზამბიკელ მამაკაცთან
მიმართვას ხელს აწერენ ევროპული ქვეყნების პარლამენტარები:
მიხაილ როთი - ბუნდესტაგი, საქართველოს კანონის - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ - აქტიური კრიტიკოსი, 2014 წლის მაისში და ნოემბერში მონაწილეობდა თბილისში გამართულ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში
ულრიხ ლეხტე - ბუნდესტაგი
ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, 2014 წლის მაისში და ნოემბერში მონაწილეობდა თბილისში გამართულ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში
ოლექსანდრ მერეჟკო - უკრაინის რადა
ერიკ-ნილს კროსი - რიიგიკოგუ, ესტონეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს მთავრობის მრჩეველი და საინფორმაციო პოლიტიკის დარგში კოორდინატორი 2008-2009 წლებში
მარკო მიჰკელსონი - რიიგიკოგუ, იყო პარტია „მამულის" (Isamaa) თავმჯდომარე მარკუს ცაჰკნას მოადგილე ისაამაში, პარტია მასთან ერთად დატოვაურმას რეინსალუ - რიიგიკოგუ, იყო პარტია „მამულის" (Isamaa) თავმჯდომარე და გადადგა არჩევნებში პარტიის წარუმატებლობის გამო. შემდეგ იგი იყო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ორივე შემთხვევაში პოსტი მის ნაცვლად იგი მარგუს ცაჰკნამ გადაიბარა
ირმა კალნინა - ლატვიის სეიმი
ტომ ტუგენდჰატი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი 2022-2024 წლებში
პაველ ფიშერი - ჩეხეთის პარლამენტი
აგნეშკა პომასკა - პოლონეთის სეიმი, ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამების დანერგვის და გაფართოების აქტიური მხარდამჭერი რადოსლავ ფოგელი - პოლონეთის სეიმი
ლია კვარტაპელე - იტალიის პარლამენტის წევრი, ლგბტ უფლებადამცველი
ფილიპო სენსი - იტალიის პარლამენტი, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი, ლგბტ პროპაგანდის აქტიური უარმყოფელი
გუსტაფ გიოთბერგი - რიკსდაგი, 2024 წლის 11 დეკემბერს იმყოფებოდა „თბილისში ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის მხარდასაჭერად. 2016 წლის მაისში გიოთბერგი დააკავა უგანდის პოლიციამ ქვეყანაში ლგბტ აქციასთან დაკავშირებით, მაგრამ გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დაკითხეს მისი შეხედულებების შესახებ პრეზიდენტ იოვერი მუსევენის შესახებ
მიმართვას ასევე აწერენ ხელს:
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი 2020-2024 წლებში, 2014 წლის მაისში მონაწილეობდა თბილისში გამართულ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაში
ვიოლა ფონ კრამონი - გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის დეპუტატი 2019-2024 წლებში, საქართველოს ხელისუფლების მუდმივი კრიტიკოსი
ჰანა ჰოპკო - უკრაინის გამარჯვების საერთაშორისო ცენტრი, უმაღლესი რადას საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, „ევრომაიდანის" ერთ-ერთი სამოქალაქო ლიდერი
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი 2013-2016 წლებში
ჯერალდ კნაუსი - ავსტრია, ანალიტიკური ცენტრის, „ევროპული სტაბილურობის ინიციატივა“ ერთ-ერთი დამფუძნებელი