თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის  აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს.

ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.თუმცა არ დაკმაყოფილდა.

ერთ-ერთი დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სავარაუდოდ უჰაერობის გამო, შეუძლოდ გახდა. რის შემდეგ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.  დარბაზში იმყოფებიან დაკავებულების ახლობლები და ნათესავები. 

სხდომათა დარბაზში გამოცხადებული შესვენება დასრულდა და სხდომა განახლდა. 

შეცვლის თუ არა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ადვოკატების შუამდგომლობას დაკავებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეფარდებაზე, ცოტა ხანში გადება ცნობილი.