ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე უბანზე თანამდევი პროცესები გამოიწვია.
ძლიერი წვიმის გამო მიწა ჩამოიშალა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, დაიტბორა საავტომობილო გზები, სასტუმრო " მაგნოლია".
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და "სპეციალური სერვისების " წარმომადგენლები დილიდანვე მუშაობენ დაზიანებულ უბანზე.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული.