ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა დაუშვებლად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა.

კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობა, რითაც საქალაქო და რაიონული სასაამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" და კოალიცია "ჩემი ხმის" ჯამში 20 სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა.