ქალაქ თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაათვალიერა და სამუშაო
პირობებს გაეცნო.
ოფისში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების, ასევე, ინსპექტირების განყოფილებები ერთად განთავსდება.
კახეთის რეგიონულ სამმართველოში 65 თანამშრომელია დასაქმებული.
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი განხორციელებისთვის დეპარტამენტის შესაძლებლობების მაქსიმალური გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, თანამშრომლებს ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები და უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა საჭირო აღჭურვილობითა და ტექნიკით. დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულისამმართველოს ახალ ოფისში, მინისტრთან ერთად, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი იმყოფებოდა.