შემთხვევა ალაზნის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, ბინაში ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახურის ორი მანქანა მუშაობდა. ხანძრის შედეგად დამწვარია საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების ნაწილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა .
ამ დროისათვის, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.