თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 70 წლის მამაკაცი საკუთარ ვენახში დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, ცეცხლმოდებული  ტერიტორიიდან   ვეღარ გამოვიდა, კვამლისგან გონება დაკარგა და გარდაიცვალა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.