თელაველმა სპორტსმენმა, ლადო ჭინჭარაულმა შაშხანით სროლაში მსოფლიო თასზე მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ტურნირზე, რომელშიც 39 ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ათლეტი მონაწილეობდა,  თელაველმა სპორტსმენმა  ცეცხლსასროლი შაშხანიდან სროლაში 50 მეტრ დისტანციაზე იასპარეზა და მეორე ადგილი მოიპოვა.

ცნობისათვის, ლადო ჭინჭარაული პარიზის პარალიმპიადის ვერცხლის პრიზიორია.