"აიპრესის" ინფორმაციით, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვარლამ ავალიანი დაინიშნა.
ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს.
2019-2021 წლებში ვარლამ ავალიანი "სტუდია მაესტროს" აღმასრულებელი დირექტორი იყო.
2012-2014 წლებში ის იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს.
2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად.
1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიაში.









