შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივს აწესრიგებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები 


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუხუთის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 2,8 კილომეტრამდე სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.


სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.


დამშრობ მასივზე სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.


აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები 14 470 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა.