გერმანიის ბუნდესლიგაში ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

„ჰაიდენჰაიმმა“, რომელიც შტუტგარტში ჯერ კიდევ ტრავმირებული ბუდუ ზივზივაძის გარეშე თამაშობდა, შეხვედრა მოიგო და პლეი ოფის გავლით ბუნდესლიგაში დარჩენისკენ გადადგა ნაბიჯი.

„შტუტგარტი“ - „ჰაიდენჰაიმი“ 0:1(0:0)
გოლი: 89' მატიას ჰონსაკი

მომდევნო შეხვედრას „ჰაიდენჰაიმი“ უშუალო კონკურენტ „ბოხუმთან“ შინ გამართავს.