პოდგორიცაში დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ძიუდოში.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველო იტალიას შეხვდა და დაამარცხა.

1. საქართველო
2. იტალია
3. გერმანია
3. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გუნდი (რუსეთი)

საქართველო - იტალია 4:3
მანუელ ლომბარდო - მიხეილ ბახბახაშვილი 
მარიამ ჭანტურია - ჯორჯია სტრანგერლინი 
კრისტიან პარლატი - ლუკა მაისურაძე 
ასია ტავანო -  სოფიო სომხიშვილი
გურამ თუშიშვილი - ჯენარო პირელი
ეთერ ლიპარტელიანი - ვერონიკა ტონიოლო
დამატებითი შეხვედრა 
სოფიო სომხიშვილი - ასია ტავანო

ძიუდოისტთა შერეულ გუნდებს შორის ჩემპიონატი 2018 წლიდან ტარდება. საქართველომ ჩატარებულ შვიდ ჩემპიონატში (2020 წელს ჩემპიონატი არ ჩატარებულა)  ოქროს მედალი მესამედ მოიპოვა. საფრანგეთს ოქროს მედალი ორჯერ აქვს მოპოვებული, გერმანიას და რუსეთს კი თითო-თითოჯერ. 

კაცთა გუნდების შეჯიბრებაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატებში 1994 წლიდან მონაწილეობას. საქართველო ევროპის გუნდური ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი (კაცების და შერეული გუნდის შედეგების გათვალისწინებით) მეთერთმეტედ გახდა (კაცები - 2002, 2003, 2007, 2010, 2012, 2013, 2016, 2017 და შერეული გუნდი 2021, 2023, 2025). მომდევნო ადგილზე მყოფ საფრანგეთს ამ ხნის განმავლობაში შვიდჯერ აქვს მოპოვებული ოქროს მედალი.