თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 არის ადგილი, სადაც ვისკის ენთუზიასტები, პროფესიონალები და უბრალოდ კარგი გემოვნების მქონე ადამიანები იკრიბებიან ერთად, რათა აღმოაჩინონ მრავალფეროვანი და დახვეწილი ვისკის სამყარო. ფესტივალზე, 17-18 მაისს, ექსპო ჯორჯიას  IV, V, VI  პავილიონებში დაგხვდებათ: 

•   ფართო არჩევანი ვისკის, ჯინის, ბრენდის, ტეკილას, ლიქიორის, ჭაჭის და კონიაკის – როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო წარმოების;    

•   შერჩეული დეგუსტაციის ზონა, სადაც გაიმართება სპეციალურად დაგეგმილი მასტერ-კლასები და ვისკის დეგუსტაციები წამყვანი სპიკერების, ცნობილი დისტილერიების წარმომადგენლებისა და ბრენდ-ამბასადორების ხელმძღვანელობით. ეს უნიკალური გამოცდილება დაგეხმარებათ  ალკოჰოლური სასმელების სიღრმისეულად შეცნობასა და განსხვავებული სტილების გარჩევაში.    

•   ბრმა დეგუსტაცია სპეციალურად ფესტივალის “კავალერებისთვის” – ვისკის მოყვარულთა უმაღლესი ლიგისთვის, რომლებიც მზად არიან თავიანთი გემოს შეგრძნებები გამოცადონ უჩვეულო გარემოში.    

•  სიგარის კლუბების სპეციალურად მოწყობილი სივრცე, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ უმაღლესი ხარისხის სიგარებით, შერჩეულით გამოცდილი სპეციალისტების მიერ. აღმოაჩინეთ არომატების სრულყოფილი ჰარმონია სიგარასა და ვისკის შორის – გამოცდილება, რომელიც შექმნილია დახვეწილი გემოვნებისა და ნამდვილი სიამოვნებისთვის.

•   ცოცხალი მუსიკა – ფესტივალის შთაბეჭდილებებს დაამატებს დავით დავითულიანის საქსაფონის არაჩვეულებრივი შესრულება, რომელიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის.    

•   კილტის საზოგადოება  – მოწვეული სტუმრები ტრადიციულ შოტლანდიურ სამოსში და საკრავებით, რომლებიც ფესტივალს ნამდვილ კულტურულ ელფერს შესძენენ.

•   უგემრიელესი კერძები, რომლებიც შესანიშნავად ავსებენ დეგუსტაციის გამოცდილებას;    

•   დახვეწილი, ხელნაკეთი შოკოლადები, რომელთა გემო სრულყოფილად ერწყმის ვისკის არომატებს და ქმნის ახალ, გურმანულ გამოცდილებას;    

•   მრავალი გათამაშება, საჩუქრები და დაუვიწყარი აქტივობები, რომლებიც თქვენს სტუმრობას განსაკუთრებულს გახდის. თბილისის ვისკის ფესტივალი არის გემოვნების, დახვეწილობისა და ახალი აღმოჩენების ადგილი.

ამ განსაკუთრებულ დღეებს მრავალი ადამიანი მოუთმენლად ელოდება! დაგეგმილია დეგუსტაციები, უამრავი საინტერესო აქტივობა, გათამაშებები და საჩუქრები – ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენთვის ეს დღეები გახდეს დაუვიწყარი და ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება. არ გამოტოვოთ! გვესტუმრეთ, ისიამოვნეთ და გახდით ამ დიდი ზეიმის ნაწილი! ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე. https://tkt.ge/event/483773/tbilisis-viskis-festivali-2025

ყოველწლიურად ჩვენი პარტნიორების რაოდენობა მზარდია, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ფესტივალზე წარმოდგენილია ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები – როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე მწარმოებლები.

თბილისის ვისკის ფესტივალი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას შეხვდეთ თქვენს საყვარელ ბრენდებს და აღმოაჩინოთ ახალი სახეობები ერთ სივრცეში.

დაესწარი, აღმოაჩინე და გახდი ამ განსაცვიფრებელი გამოცდილების ნაწილი!