ხაშურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობა. დილიდან დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები.
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
იწმინდება სოფელ ალის, სოფელ ბრილის, სოფელ ცხრამუხის, სოფელ ტეზრის, სოფელ ოსიაურის მისასვლელი გზები, ქალაქ ხაშურის და დაბა სურამის ქუჩები, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა.
სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა ლოკაციას მოიცავს.
სამუშაოებს ა(ა)იპ "ხაშურსერვისი" ახორციელებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ყველა კერძო კომპანიას, რომელიც ჩართულია დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.