საგარეჯოს სპორტული სკოლის ტერიტირიაზე, ღია საცურაო აუზთან " ახალგაზრდული ფესტივალი" - ზაფხულის სეზონის დახურვა გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ, ლელა ფანოზიშვილთან ერთად, სკოლის კურსდამთავრებული, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტები და ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიანტები დააჯილდოვა.


ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თეატრალური აქტივობები, ლაზერშოუ დათემატური ინსტალაციები.