საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი ქუჩის მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.
მერი ადგილობრივებს და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ხაზი გაუსვა სამუშაოების ხარისხიანად და შესაბამის ვადებში განხორციელების მნიშვნელობას.პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 505 505 ლარს ლარს შეადგენს.