საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსი გილაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები ყვევილებით შეამკეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს.