ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.
ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხემძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.
მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამინებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად." - წერს ზოიძე.