ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა.


„8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე სოფელ შემოქმედში მცხოვრებ ვერა და ანა ვაჩნაძეებს მივულოცეთ. ქალებს ტრადიციულად უმნიშვნელოვანესი როლი და ადგილი აქვთ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში. მინდა, ყველა მათგანს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო ბედნიერება, წინსვლა და წარმატებები!,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.