თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი პატიმრობაში დატოვა.

სხდომაზე მხარეები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მსჯელობდნენ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, დაკავებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს.

დაცვის მხარის ნაწილი, აღკვეთის სახით, უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებით შუამდგომლობდა. ადვოკატები სასამართლოს გირაოს, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის გამოყენებას სთავაზობდა.

საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. კერძოდ, დაკავებულებიდან სამს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.