მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 4 ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.