საფრანგეთის პირველ დივიზიონში ოცდამეხუთე ტური დაიწყო.
ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერემენმა“ გასვლაზე „რენი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და ქულაა სხვაობა უახლოეს მდევართან თექვსმეტამდე გაზარდა.
ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 7,2) მინდორზე 64-ე წუთზე შევიდა ჟოაუ ნევეშის ნაცვლად
„რენი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 1:4(0:1)
გოლები: 28' ბრედლი ბარკოლა 0:1, 50' გონსალუ რამუში 0:2, 53' ლილიან ბრასიე 1:2, 90+1' და 90+4' უსმან დემბელე 1:3 და 1:4