ხაშურში ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას დაესწრნენ და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნათია წიქარიძემ, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ და გაეროს სააგენტოების (FAO; UNICEF) წარმომადგენლებმა იამზე მირაზანაშვილმა და ნინო დავითაშვილმა.
აუდიტორიას ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტის ფარგლებში მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი პაპიაშვილმა, სოფლის მეურნეობის ხაშურის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ჯემალ გელაშვილმა, პროფესიული კოლეჯი „ქართლის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ლობჟანიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ა(ა)იპ ორგანიზაციების, ახალგაზრდობის, ადგილობრივი ბიზნესის და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტი გაეროს მდგრადი განვითარების გლობალური ფონდის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოში წარმოდგენილი გაეროს სააგენტოების: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მომზადებულ ერთობლივ პროექტში 2024 წლიდან მონაწილეობს. პროექტის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატების წარმოჩენა საქართველოს მუნიციპალიტეტებში, კერძოდ: ცოდნის გაუმჯობესება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზაციის შესახებ, რაც ნიშნავს ადგილობრივი აქტორების (თვითმმართველობა, ბიზნესი, ადგილობრივი მოსახლეობა) მხარდაჭერას, ასევე ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერებას SDG-ების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში, რაც უპასუხებს თემის საჭიროებებს და შესაძლებლობებს (ინკლუზიური განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაგეგმვის, ხარისხიანი საჯარო სერვისების მიმართულებით) და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ადგილობრივი ქმედებების დასახვას/გაძლიერებას ინკლუზიური პრაქტიკების და ინოვაციური სერვისების, მათ შორის, ნარჩენების მართვის, ჯანსაღი სასურსათო სისტემებისა და სოციალური პროგრამების კუთხით.
პროექტის ფარგლებში გაეროს სააგენტოების ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის (VLR) ანგარიში (გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP); ამავე პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სამსახურებმა იმუშავეს მოწყვლადი ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახებისთვის სოციალური პროგრამირების გაძლიერების და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით (გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF); ასევე, სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში ასახვის და სასურსათო სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლების (სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - FAO) საკითხებზე.
ხაშურში ვიზიტისას გაეროს მაღალი თანამდებობის პირებმა მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულეს ზემო სერის ტყე–პარკის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტი, ასევე ესტუმრნენ ხაშურში მომუშავე საზოგადოება „ბილიკის“ ბავშვთა რეაბილიტაცია–აბილიტაციის ცენტრს.