ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარში წყალმომარაგების ჭაბურღილის სამარაგო რეზერვუარისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი.

ჭაბურღილისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა უზრუნველყოფს ტაშისკრის მოსახლეობას წყლით. ტაშისკარი მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლად ითვლება, რომელსაც ზაფხულობით დამსვენებლებიც სტუმრობენ. შესაბამისად, მოწესრიგებული წყალმომარაგება ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 1 019 954 ლარს შეადგენს, მთლიანად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან,”- აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.