ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, პირველი მოადგილის თანამდებობაზე, გიორგი პაპიაშვილი წარადგინა.
მერმა მაღალპროფესიული შრომისა და ხალხის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელი გადასცა ზვიად ქურდაძეს, რომელმაც პირველი მოადგილის პოზიცია ცოტა ხნის წინ დატოვა.
პირველი მოადგილის წარდგენას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე, სამსახურების, განყოფილების და ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელები.
მინდა ოფიციალურად წარვადგინო მერის პირველი მოადგილე გიორგი პაპიაშვილი - ახალგაზრდა, პატიოსანი, პატრიოტი ხაშურელი კაცი, რომელიც თავის საქმიანობას უკვე შეუდგა. მისი საკურატორო მიმართულებები იქნება ინფრასტრუქტურის, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის განვითარებისა და შესაბამისი ა(ა)იპ სამსახურები. წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგის და აგრეთვე, მინდა მადლობა გადავუხადო ზვიად ქურდაძეს გაწეული სამსახურისთვის. ზვიადმა, ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმუშავა 7 წელი, ერთი წელი ასრულებდა მერის მოვალეობასაც. ზვიადი არის პროფესიონალი, ამიტომ მინდა სიმბოლური საჩუქარი გადავცე პირადად ჩემგან, სამადლობელი სიგელი მაღალპროფესიული შრომისა და ხალხის სამსახურისთვის, ხოლო თანამშრომლების სახელით-მადლობის წერილი, - აღნიშნა შეხვედრაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა