ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა პირველ მოადგილესთან, გიორგი პაპიაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ნარუჯებში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დაწყებულია გზის მოშანდაკება.

„სასოფლო გზების რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილავს. შესაბამისად, პროექტის დათქმულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა პაატა ჩადუნელმა პროექტის დათვალიერებისას. სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 46 361 ლარს შეადგენს, მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.