ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ იუწყება.
პროცედურის გამარტივების შესახებ ახალი დადგენილება პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. სხვა საკითხებთან ერთად, ის გააუქმებს 70 წელს გადაცილებული პირებისთვის პირადობის მოწმობის განახლების მოთხოვნას, რაც მოქალაქეებს ცხოვრებას გაუადვილებს, - წერს „ანსა“.
გამოცემის თანახმად, ამის შესახებ განცხადება საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა პაოლო ზანგრილომ Giornale Radio-ს ეთერში საუბრის დროს გააკეთა.
ცნობისთვის, ევროსტატის თანახმად, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ 81,7 წელი შეადგინა. რეიტინგის სათავეში, მაჩვენებლით 84,1 წელი, იტალია და შვედეთი იყვნენ.




