ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.

რეგისტრაცია მიმდინარეობს და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სტაჟირების მსურველთა განაცხადების მიღება და გადარჩევა, ხოლო შემდეგ გასაუბრება ჩატარდება.

კონკურსი ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორი;

იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორი;

ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის სტაჟიორი (ორი სხვადასხვა პოზიცია);

ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების სტაჟიორი;

ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სტაჟიორი;

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და კონტროლის განყოფილების სტაჟიორი;

ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი;

შიდა აუდიტის სამსახურის სტაჟიორი;

ეკონომიკური განვითარების სამსახურის სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების სტაჟიორი;

განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სპორტის განყოფილების სტაჟიორი.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს რომლებიც:

ფლობენ სახელმწიფო ენას;

სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში);

სწავლობენ მეორე საფეხურზე;

დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;

აქვთ შესაბამისი აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და პროგრამაში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე - - HR.GOV.GE.