რადიკალურ ოპოზიციას და „ენჯეოებს“ დაანონსებული აქვთ, აპირებენ არჩევნების საბოტაჟს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე მშვიდი ვითარებაა, ვერავინ ბედავს, ჩაიდინოს დანაშაული.
„ვნახეთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას და „ენჯეოებს“ დაანონსებული აქვთ, აპირებენ არჩევნების საბოტაჟს. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ციხეშია ბრალდებით, რომ ის მოუწოდებდა, უბნების დარბევისკენ. ორი საათია, მიმდინარეობს არჩევნები, მშვიდი ვითარებაა, ძალიან კარგია, რომ ვერავინ ვერ ბედავს, ჩაიდინოს დანაშაული. გუშინ პრემიერმა მკაფიოდ თქვა, თუ რამდენად მძიმეა, ასეთი ტიპის დანაშაული და ყველა ასეთ შემთხვევას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.