ფოთის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გზებისა და ტროტუარების გაწმენდა, იყრება ტექნიკური მარილი.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6000-მდე აბონენტს.

აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.   მოსალოდნელი უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება. ასევე, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება ფოთის საჯარო სკოლებშიც.   მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.