ფოთში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. მოგვიანებით, ქალაქის შემოსასვლელთან გადაინაცვლეს და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.
„ჩვენი პროტესტი, როგორც სხვა ქალაქებში, ფოთშიც პერმანენტულად გრძელდება. დღეს გადავწყვიტეთ გადაგვეკეტა ცენტრალური მაგისტრალი, რაც მოვახერხეთ რამდენიმე ხნით, მაგრამ პოლიციამ ძალა იხმარა და დაგვშალა ნაწილობრივ. ახლა ნაწილობრივ გვაქვს გადაკეტილი გზა. გავაგრძელებთ პროტესტს და ვერ შევეგუებით ვერასოდეს იმას, რასაც არალეგიტიმური ორგანიზაცია „ქართული ოცნება" ახორციელებს ამ ქვეყანაში, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.