დღეს ფოთში სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის, სამართალდამცავი, ომისა თუ შრომის ვეტერანები დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ და ახალარჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ ქვეყანას მშვიდობა უსურვეს და მხარეებს გაერთიანებისაკენ მოუწოდეს.
,,ისტორიულ ფაზის ქალაქში, დიდების მემორიალთან, მზეჭაბუკის მონუმენტთან, იქ, სადაც ტრადიციულად ვიკრიბებით ფოთელი ვეტერანები , ამჯერად შევიკრიბეთ იმისთვის რომ ჩვენს მშობლიურ ქალაქს, თანაქალაქელებს , სრულიად საქართველოს და ქართველ ერს მივულოცოთ ისტორიული დღე , როდესაც ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა, ხალხის მიერ არჩეულმა, დადო ქვეყნის სამსახურის, ქვეყნის ერთგულების, ქვეყნის მსახურების და ქვეყნის მსახურების ფიცი. გილოცავთ ყველას და უფალს შევთხოვთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, აღმშენებლობა და პროგრესი, "- განაცხადა ვეტერანთა
ფოთის საქალაქო კავშირის თავმჯდომარემ, პაატა გეგენავამ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.