დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, თბილისის გზებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სპეცტექნიკით 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
"თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, მოგვმართონ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი", – აღნიშნულია განცხადებაში